გაიგე მეტი
დაზღვევის პირობები
ზარალის ანაზღაურების პირობები კომპანია „ZOOMEX LLC”-ის პასუხისმგებლობა ტრანსპორტირების დროს დაზიანებულ ავტომობილზე, ანაზღაურების პირობები და წესები, გთხოვთ გაეცნოთ ყურადღებით აღნიშნულ წესებს და გააცნოთ თქვენს მომხმარებელს; კონტეინერში დაზიანებულად ითვლება ავტომობილი, თუ ამერიკის საწყობის სურათებს ( არა აუქციონის) და მიმღები პორტის სურათებს შორის დაფიქსირდა ვიზუალური სხვაობა, ანუ გარეგნული დაზიანება. მიმღებ პორტში, კონტეინერის გახსნის დროს ხდება სურათების გადაღება კომპანიის წარმომადგენლის მიერ. დასურათების შემდეგ ავტომობილი გადადის ტერმინალის საპარკინგე ტერიტორიაზე, ტერმინალის ტერიტორიაზე მიღებულ დაზიანებაზე (ნივთის, ნაწილის, გასაღების დაკარგვაზე) კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას. დეტალების ჩამონათვალი რაც ანაზღაურდება!
• სახურავი, ჩარჩო, კარი, წინა სახურავი(კაპოტი), საბარგული, ფრთები(კრილო), ბამპერი, ფარი, წინა ცხაურა (აბლიცოვკა), უკანა მაშუქები(სტოპი), სანისლე ფარები(ტუმანიკი), სარკის კონსტრუქცია, საქარე მინა, გასაღები; დაზიანებულად ითვლება ავტომობილი თუ ამერიკის საწყობის სურათებსა (არა აუქციონის) და მიმღები პორტის სურათებს შორის დაფიქსირდება ვიზუალური სხვაობა, დაზიანება უნდა იყოს დადასტურებული წარმომადგენლის მიერ პორტში გადაღებული გახსნის სურათებით!
• საქარე მინის ანაზღაურება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მასზე ძლიერი ზემოქმედების კვალი აღენიშნება;
• ავტომობილის სამაგრის გატეხვის შედეგად, ან ზემოდან ავტომობილის დაცემის კვალი ნაზღაურდება. (ბზარი, ნაკენჭარი) არ ნაზღაურდება;
• გასაღების დაკარგვის შემთხვევაში ანაზღაურდება მხოლოდ ძირითადი გასაღები (დაპროგრამების და გასაღების ყიდვის ხარჯები); არ ანაზღაურდება ავტო გადამზიდის (ევაკუატორის) და სხვა დამატებითი ხარჯები;
• სარკის დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურდება მხოლოდ სარკის კონსტრუქცია, სარკის მინა არა!
• დაზიანებული დეტალი თუ ექვემდებარება აღდგენას, დაანგარშება ხდება აღდგენის ფასებით;
• თუ დეტალი საჭიროებს შეცვლას ანაზღაურდება არაორიგინალი ნაწილის ღირებულებით! (არსებობის შემთხვევაში);
• დაზიანებული ავტომობილის შეკეთების ხარჯები დაითვლება ბაზარზე არსებული სტანდარტული ფასებით!