დარტყმის ადგილი და ფოტოების შემოწმება
Front End — წინა ნაწილი; Rear End — უკანა ნაწილი; Side — გვერდი. ამ სახელებიდან ვერ დავასკვნით, დაზიანდა თუ არა ძრავი, შასი ან უსაფრთხოების სისტემა. შეადარეთ რამდენიმე კუთხიდან გადაღებული ფოტო, სალონი და ხილული უსაფრთხოების ბალიშები. ცარიელი მეორეული ველი არ ნიშნავს, რომ სხვა დაზიანება არ არსებობს.
წყალი და უხილავი დაზიანება
Water/Flood-ზე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო: ელექტრონიკისა და შიდა ნაწილების მდგომარეობა ფოტოთი სრულად ვერ ფასდება. ისტორიის ანგარიშიც და აუქციონის ჩანაწერებიც გადაამოწმეთ. Zoomex, როგორც წესი, დატბორილ ავტომობილზე ბიდს არ გირჩევთ. მხოლოდ დაბალი ფასი რისკს არ ანაზღაურებს.
შეკეთების შეფასება ბიდამდე
ლოტის შეკეთების ანალიზი ფოტოზე ხილულ პრობლემებზე მიგანიშნებთ. ისტორიული მატრიცის თანხები უხეში შეფასებაა და არა კონკრეტული VIN-ის ნაწილების შეთავაზება. ცოცხალი ნაწილების შეთავაზებები შეფასების ჯამს არ ემატება. სამუშაოსა და ფარული დაზიანების ფასი მენეჯერთან და სპეციალისტთან გადაამოწმეთ; შეკეთება ფოთამდე კალკულატორში არ შედის.