Toyota 2020-2022 წლებში გამოშვებულ ავტომობილებს აირბაგის პრობლემის გამო უკან იწვევს

Toyota 2020-2022 წლებში გამოშვებულ ავტომობილებს აირბაგის პრობლემის გამო უკან იწვევს
Toyota 2020-2022 წლებში გამოშვებულ ავტომობილებს აირბაგის პრობლემის გამო უკან იწვევს
  • 15-01-2024, 04:04


Toyota 2020-2022 წლებში გამოშვებულ ავტომობილებს აირბაგის პრობლემის გამო უკან იწვევს. კომპანიაში ამბობენ, რომ აირბაგი შესაძლოა, ისე არ გაიხსნას, როგორც ქარხნულად იყო გათვალისწინებული.

Reuters-ის ინფორმაციით, ცენტრებში გამოძახება ეხება 2020 წლიდან 2022 წლამდე გამოშვებულ Toyota-ს მარკის შემდეგ მოდელებს: Avalon, Camry, Corolla, Rav4, Highlander, Sienna Hybrid და ასევე Lexus-ის ES250, ES300H, ES350, RX350. ეს პრობლემა, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდულ მანქანებზე აისახება.

უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანია სენსორის პრობლემის მოგვარებას თებერვლის თვიდან დაიწყებს და თუ საჭირო გახდა, გაუმართავ ნაწილებს ახლითაც ჩაანაცვლებს.