საქართველოში დაწესებული ახალი რეგულაციების მიხედვით, 2024 წლის იანვრიდან, საქართველოში აიკრძალა 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე, აღნიშნავს, რომ იმის მაგივრად, ხელისუფლებას 1-ელ დეკემბრამდე შეძენილ ავტომობილებზე დაეწესებინათ შეღავათები, მათ გადაწყვიტეს, განბაჟების საშუალება იმ მყიდველებისთვის მიეცათ, რომელთა მანქანებიც 1 დეკემბრამდე დაიტვირთა გემებზე. „ჩვენი ასოციაცია ითხოვდა, რომ ვისი მანქანაც შეძენილი იყო 1-ელ დეკემბრამდე, მათ შეხებოდათ შეღავათი, მაგრამ ეს არ დაგვიკმაყოფილეს. ამის მაგივრად, ვისი მანქანაც 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე დაიტვირთა, მათ უკეთებენ შეღავათს. იყო კატეგორია, რომელმაც 2023 წლის აგვისტოში შეიძინა ავტომობილი, მაგრამ 2-3 დეკემბრამდე ვერ მოხერხდა მათი გემებზე განთავსება. ეს ადამიანები ჰაერში არიან, ვინაიდან ვერ მოახერხებენ ავტომობილის რეგისტრაციას“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ. ამის გარდა, ასოციაციის ხელმძღვანელი საუბრობს იმ ინფორმაციული ვაკუუმის შესახებ, თუ რა ბედი ეწევათ იმ მანქანებს, რომელთა განბაჟებაც ვეღარ მოხერხდება. მისი აზრით, ეს მანქანები ამ ეტაპზე, „ჰაერში იქნებიან“. „დღევანდელი მოცემულობით, 2013 წლამდე მანქანების განბაჟება შესაძლებელი იქნება როგორც ტექნიკურ საშუალებად, მაგრამ მას სატრანსპორტო მანქანად ვერ გამოიყენებენ. ისიც არ ვიცით, შეძლებენ თუ არა დაშლას. ორივე შემთხვევაში, დაშლიან თუ ვერა, რეგისტრაციას ვერ გაივლიან“, - თქვა ალექსი ნონიაძემ, მისი თქმით, რეგულაციის შედეგად, შორეულ პერსპექტივაში გაძვირდება 2013 წლამდე გამოშვებული, უკვე რეგისტრირებული მანქანები, დროთა განმავლობაში კი გაიზრდება მოთხოვნა შედარებით ახალი მანქანების უცხოეთიდან ჩამოყვანაზე. „რეგულაციის შედეგად, შესაძლებლობის ერთი ფანჯარა უკვე დაიკეტა. სამომავლოდ, იმის გამო, რომ 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს ვეღარ ჩამოიყვანენ, გაიზრდება უკვე რეგისტრირებული, 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების ფასი. მოთხოვნის ზრდა სავარაუდოა, შედარებით ახალ მანქანებზეც, მაგრამ ჩვენს ბაზარს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს მოთხოვნა შეინარჩუნოს“. Zoomex Auto Express-ი გამოირჩევა ბაზარზე ამერიკულ აუქციონებზე მანქანების შეძენისა და საქართველოში ტრანსპორტირების უწყვეტი პროცესით. იმპორტირებული მანქანების ჩვენი ფართო ასორტიმენტის შესასწავლად და ჩვენი სერვისების შესახებ მეტის გასაგებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს zoomex.ge. შეკითხვებისა და დახმარებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ +995 32 242 39 11. Zoomex Auto Express ერთგული რჩება ხარისხიანი სერვისების მიწოდებისა და იმპორტის პროცესის ხელშეწყობისთვის იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოში ბოლო მარეგულირებელი ცვლილებებით.